Digest Logo

„არაფერმა გაგათამამოთ, სტუმრები ხარ დედამიწაზე...“ - გია ჯაჯანიძე საზოგადოებას მიმართავს

1739786018
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ნერვიულობა, დაძაბულობა, სტრესი, შიში, დარდი, მელანქოლია, დეპრესია, ისტერიკა, პანიკა.

ეცადე, წაიკითხო და შეისწავლო ყველა ამ სიტყვის მნიშვნელობა, რისგან არის გამოწვეული ეს მდგომარეობა, რა ზიანს აყენებს ადამიანს ეს ყველაფერი.

ეცადეთ იპოვოთ გამოსავალი (აუცილებლად იპოვით) რათა იცოცხლოთ დიდხანს ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული.

განსაკუთრებით აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ღიზიანდებით და აგრესიაში ვარდებით უმიზეზოდ, სხვა ადამიანების მიმართ.

სერიოზულად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, ვინც დასცინით სხვებს, შეურაცხყოფას აყენებთ, ამცირებთ, ცილსწამებთ და ძალადობთ.

თუ თქვენ შურის ნიშნებს აღმოაჩენთ საკუთარ თავში, აუცილებლად შეიმოწმეთ სისხლი.

რაც უფრო მალე აღმოაჩენთ საკუთარ თავში მანკიერებას, მით უფრო უშველით საკუთარ თავს.

რაც უფრო დროზე გექნებათ დიაგნოზი მით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებით.

დააკვირდით ადამიანებს, რით სულდგმულობენ ისინი. ვიღაც აღფრთოვანებულია, სიყვარულით სავსე, დადებითს ხედავს ყველაში და ყველაფერში.

ვიღაც დაბოღმილია, აგრესიული, არაფრის, არავისი არ სჯერა და სწამს.

თქვენ ხომ იცით, არავინ ცას არ გამოვეკერებით და აუცილებლად გარდავიცვლებით, ამიტომ შეირგე ის, რაც გაქვს, დააცადე, სხვამაც გაიხაროს და წინ წავიდეს.

ვინც მიხვდა როგორი ადამიანია, ვინც იცნო საკუთარი თავი, ვინც შეძლო პატიება, ყველა გაბედნიერდა.

გაბედნიერდი შენც.

ახალს არაფერს ვამბობ, ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ, არ იფიქროთ რომ გაშინებთ.

თუ ადამიანი არ ბანაობს ჭუჭყი მოედება, ასეა, თუ ადამიანი უარყოფით ველში და ემოციაშია, არ შეუძლია გათავისუფლდეს, ფიზიკურად დაავადდება და სავალალო მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს.

ასეთი შინაარსის სტატუს რომ ვწერ, სულ მახსენდება: ეზოში დიდი კაკალი გვედგა, გახმა, ბაბუაჩემს ენანებოდა მოსაჭრელად. ერთ დღესაც გადაწყვიტა კაკლის მოჭრა, დილით ადგა და ნახა წვიმდა, წვიმა რომ გადაიღებს აუცილებლად მოვჭრიო. ერთი კვირა წვიმდა, გადაიღო, გამოიტანა ბაბუამ ელექტრო ხერხი (დრუჟბა) და ვერ ჩართო, გაფუჭდა.

როგორ მახსოვს, სანამ ელექტრო ხერხის ნაწილი იშოვა კიდე დრო გავიდა. საოცარი კიდე ის იყო, რომ მთელ ჩვენს ოჯახს ენანებოდა გამხმარი კაკლის ხის მოჭრა, არადა ყველა გვეუბნებოდა არ ვარგა გამხმარი ხე რომ ეზოშია მოჭერითო.

ჩემი დაბადების დღე გათენდა, დედაჩემი მაღვიძებს ადექი ნახე კაკალს პაწაწინა ყლირტები აქვსო. ღმერთო, სამი წლის გამხმარი კაკლის ხე გაცოცხლდა.

თურმე კაკალი გამხმარი კი არ ყოფილა, ეძინა და ერთ დღესაც გაიღვიძა.

ასეა ადამიანიც. წყალწაღებული რომ გგონიათ და არაფრის მაქნისი, ერთ დღეს შეიძლება ისე წამოდგეს, რომ ვერც წარმოიდგინოთ.

არაფერმა გაგათამამოთ, სტუმრები ხარ დედამიწაზე.

ნიგოზი ძალიან სასარგებლოა, ტვინს და აზროვნებას ეხმარება.

თუ ამ სტატუსმა გაგაღიზიანა, ან აგრესიაში ჩაგაგდო, თავს მიხედე, მარტო ნიგოზი არ გიშველის“,- წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩნდება ფიქრები სიკვდილზე ...“ - შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამიანი 42 წლის შემდეგ გადის

🎥 „შესაძლოა უყურადღებობამ კონფლიქტები გამოიწვიოს...“ - 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ამ კვირაში გადამეტებული ყველაფერი დასჯადია...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!