ქართველი სპორტსმენი, ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინციდენტს არასპორტულ საქციელს უწოდებს:
„არაკაცური, არასპორტული საქციელი...მერაბ შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ქართველი ჩემპიონის განცხადებით, მას და მის ახალგაზრდა მეგობარს თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს აძლევდა.
დვალიშვილის თქმით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც უსმან ნურმაგომედოვი (მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და MMA-ის მებრძოლი) და მისი თანმხლები პირები ხელმძღვანელობდნენ.
სპორტსმენი აღნიშნავს, რომ სიტუაციას დაცვის მხარის ჩარევაც ართულებდა, რომელმაც ის შეაკავა, ხოლო თავდამსხმელები ძირს დაცემულებს უღირსად, ფეხების დარტყმით უსწორდებოდნენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „მშიშრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ...“ - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება
🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ