Digest Logo

„არანორმალური სისწრაფით ჩაიქროლა ვიღაც ახლად აღზევებულმა მდაბიომ“ - რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს

1694933511
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გადამხდარ ამბავზე წერს, რა დროსაც „ბასლაინზე“ მიმავალმა მანქანამ, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა, კინაღამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

„გუშინ ყაზბეგზე, ყოფილ პავლოვზე, ზებრაზე ვიდექით 7 ადამიანი, წინ ორი ქალი ჩემი ჩათვლით, ორი ბიჭი და ჩვენს უკან ორი ქალი და ერთი გოგო. ბასლაინზე შავი მერსედეს-კვადრატით არანორმალური სისწრაფით ჩაიქროლა ვიღაც ახლად აღზევებულმა მდაბიომ. ოღონდ ისეთი სიჩქარით, რომ ოდნავ რომ საჭე გაქცეოდა, წინა რიგში მდგარ ოთხ ადამიანს ნაფლეთებად გვაქცევდა და ცოტა მეტად რომ საჭე გაქცეოდა, შვიდივეს მოგვკლავდა.

ჩაიქროლა და უცებ ჩვენ შვიდივეს ერთხმად აღმოგხვდა - ვაი შე ყლ@@ეო .... წამებშივე მოვედით გონს, გადავხედეთ ერთმანეთს და „ბოდიში, უკაცრავად", ქალი, კაცი, ბაღანა ერთმანეთს უხერხული ღიმილით ბოდიშებს ვუხდით.

გადავიღალე ამდენი ბოდიშით, ჰოდა, ჩვენ ვართ ანსამბლი შვიდკაცა და ეს სიმღერა სამღერი იყო დებო და ძმებო, მე ვუთხარი, რაზედაც თანხმობა მივიღე ანსამბლის ყველა წევრისგან. რადგან გადავრჩით, ვიცინეთ კიდეც, სხვა რა გზა იყო.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მაგ ვიღაც ქაჯს, დიდი ალბათობით თქვენ არავინ დაგასჯევინებთ, ჯარიმის ფულიც ვედროებით ექნება, არ ინერვიულებს, მაგრამ შე ყვაილოთქო, ჩვენგან კიდევ ერთხელ ეგ მაინც გადაეცით, კამერებში თუ ნახავთ.

გადაეცით, გადაეცით, თქვენ არ დაგსჯიან, უსაფრთხოა - ასე უთხარით, ჩვენ კი არათქო, ისინითქო, გადარჩენილები გითვლიანთქო“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მელოდეთ“ - მიშა მესხი სოციალურ ქსელში გამოჩნდა

🔵მსახიობი ანკა ვასაძე „ფორმულას“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა

🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი