ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საკუთარ ტრაგედიაზე, სოციალურ ქსელში მის მიმართ ბულინგსა და შეურაცხყოფაზე საუბრობს:
„უკვე ათი წელია ზაფხული ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდია. რატომ? ამ დროს ვიცვამ საცურაო კოსტიუმს და ვცურავ. არა მარტო ვცურავ, არამედ სურათებს ვიღებ და სოციალურ ქსელში ვათავსებ. იწყება საოცრება: ქალები, რომლებსაც კედელზე უდევთ, ქმარ-შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები, ხატების ფოტოები, ვითომ მამრები იწყებენ საშინელებების წერას, წერენ ჩემ შვილზე.
რამდენიც არ უნდა მითხრან, რომ მე ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო, მაშინ როცა ქალი შვილების დედაა და მიწერს: „ამან რაც შვილები დაასაფლავა სულ გააფრინა“ - ყოველთვის იმოქმედებს ჩემზე. საკუთარი უბედურების სხვებზე თავზე მოხვევა, ძალიან არასწორია. არასწორია, მოგიყვეთ როგორ ჩამაკვდა ჩემი ქალიშვილი უცხო ქვეყნის კლინიკაში, როგორ ვიბრძოლე, სამზარეულოში რომ ბევრი მედიკამენტი მიდევს, რომ ჯანმრთელობა ძალიან შემერყა. თუ ეს ბედნიერს გაგხდით, გეტყვით რომ მე ძალიან უბედური ვარ. ამას ვებრძვი და ამას არასდროს გაჩვენებთ, როგორ ვყმუივარ ღამე, როცა ჩემი შვილი მენატრება, ალბათ მხოლოდ ჩემ მეზობლებს ესმით.
დიახ ეს ასეა, მაგრამ ახლა ვიდეოგრაფს ველოდები, აუზზე უნდა წავიდე და იდეალური რუჯის რეკლამა უნდა გადავიღო“, - ამბობს ვიდეოში მაია ასათიანი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „განსაკუთრებულად იზრუნეთ საკუთარ თავზე“ - 6 ივლისის ენერგიები