ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„90-იანი წლების ქრისტიანობა ვისაც ახსოვს,
ვინც ასაკშია,
მათ იციან, რომ მაშინ იყო ასეთი ქრისტიანობა(შეიძლება დღესაც ჰქონდეს ეს ვინმეს აზრად):
ქრისტიანობა დაყვანილი იყო ცოდვებთან ბრძოლასთან, ცოდვებთან,
ვნებებთან ბრძოლა,
ცუდისგან განრიდება, ცუდის მოცილება იყო ქრისტიანობა,
და ეს არ არის ქრისტიანობა.
ქრისტიანობა არის ღვთისაკენ სწრაფვა და ღმერთთან კავშირი, არა ცოდვასთან ბრძოლა.
ცოდვასთან ბრძოლა უბრალოდ ქრისტიანობიდან გამომდინარე ცხოვრების წესია,
ანუ იქიდან გამომდინარე რომ მე ღმერთისკენ ვისწრაფვი, თავისთავად ცხადია ცოდვას უნდა ვებრძოლო და განვერიდო,
სისხლამდე წინ აღვუდგე, მაგრამ – ის არ არის მიზანი.
იმიტომ, რომ თუ ის მიზანი გახდა – ადამიანი ფარისევლად ყალიბდება,
იმიტომ, რომ ნებისყოფის ძალით, საღმრთო მადლითაც, გარკვეულწილად შეიძლება რაღაცებსაც აჯობოს,
მაგრამ თუ მასთან არ გაჩნდა მთავარი,
და არ იქნა მთავარი,
წარმმართველი არ იქნა მთავარი – ქრისტესთან ერთობა, რომელიც ქრისტეს გამსგავსებს,
და ხდები გულმოწყალე,
თავმდაბალი,
მშვიდი,
მორჩილი,
მოსიყვარულე...
და თუ ეს არ იქნა,
და მარტო იქნა ხისტი ომი საკუთარ ვნებებთან და ცოდვასთან და ეშმაკთან – შენ ხდები ხისტი, ფანატიკოსი, ფარისეველი, უსიყვარულო,
ველური მეომარი ხდები,
რომელსაც ეკარგება უნარი სიყვარულისა,
ცოდვილის თანაგრძნობის უნარი ეკარგება...
– ცოდვილია ადამიანი?!
– თანაგრძნობა უნდა გაგიჩნდეს,
და ასეთ დროს, ვერ გაგიჩნდება თანაგრძნობა,
შენ თუ დაამარცხე რაღაც უბედურება და სხვაში ხედავ,
და იმან ვერ დაამარცხა – მის მიმართ განწყობა გიჩნდება,
იმიტომ, რომ ღვთის სული არ არის შენში,
რომელიც არის გულმოწყალე,
რომელიც არ განიკითხავს,
რომელიც თუ ადამიანს უჭირს შეიწყნარებს და მის უძლურებას იტვირთავს...“, - წერს დეკანოზის ოფიციალური ვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ: