Digest Logo

🎥 „არასდროს მისაუბრია მეტყველების დეფექტზე, რომელიც დაბადებიდან მქონდა...“ - როგორ იპოვა ზაკ მირიანაშვილმა ლოგოპედი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

1755511289
ზაკ მირიანაშვილი

ახალგაზრდა თაობის ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ბავშვობიდან მის ჯანმრთელობის პრობლემაზე, მეტყველების დეფექტზე საჯაროდ საუბრობს. როგორც იგი იხსენებს, მრავალი ლოგოპედთან (მეტყველების პრობლემა) მოუწია მუშაობა, თუმცა პროგრესი ნელი იყო.

„არასდროს მისაუბრია მეტყველების დეფექტზე, რომელიც დაბადებიდან მქონდა, მახსოვს ყველა ლოგოპედი, რომელთანაც ღრმა ბავშვობიდან დავყავდი მშობლებს.

არასდროს არაფერი გამოდიოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თვითონ მიპოვა და ასეთი შედეგი მივიღეთ.

ბოლოს თუ ყველანი ამბებად ვიქცევით - მე ერთ-ერთი ეს ამბავი ვარ“, - წერს ზაკ მირიანაშვილი და ვიდეოს ურთავს თან. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ენას კბილი დააჭირეთ... შესაძლოა, ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕ „ტრადიციულად ამ ფოტოთი გილოცავ დაბადების დღეს, საიდანაც რეალურად დაიწყო ჩვენი ამბავი სიყვარულისა!“ - ნინა ხუბუტია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„საყვარელი მე“ - მოდელი ქეთი ჟღენტი საფრანგეთში ისვენებს