
„თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის სიტუაციები, როდესაც გვინდა დავნებდეთ, ვიყოთ კომფორტულად და აბსოლუტურად არაფერი გავაკეთოთ, ვუყუროთ როგორ გადაიჭრება პრობლემა თავისთავად. რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ სურვილებთან გამკლავება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:
„არ შემიძლია“:
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის სიტუაციები, როდესაც გვინდა დავნებდეთ, ვიყოთ კომფორტულად და აბსოლუტურად არაფერი გავაკეთოთ, ვუყუროთ როგორ გადაიჭრება პრობლემა თავისთავად. რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ სურვილებთან გამკლავება. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა უკეთესი და მეტი.
ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ასეთ ვითარებაში, არის საკუთარი თავის უმწეობის ფიქრით ანუგეშებდე.
უთხრა საკუთარ თავს ეს სამი სიტყვა: „მე არ შემიძლია“ და ამ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, რა არ შეგიძლია - ფიზიკური ვარჯიში, სამუშაოს შესრულება, შეხვედრა, ურთიერთობების მოგვარება თუ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება ამ ცნობიერი მდგომარეობით. ფაქტია, ფრაზა „მე არ შემიძლია“ არის სერიოზული ფსიქოლოგიური შემზღუდველი შეხედულება, საკუთარი შესაძლებლობებისთვის გამოვლენისთვის.
ეს მტკიცებულება გაიძულებთ თავს დააჯეროთ საკუთარი უმწეობა, თქვენ აჩვენებთ სურვილის ასრულების უუნარობას, რაც იწვევს შემდგომში გადასადგმელი ნაბიჯების მიმართ შიშს და საკუთარ თავში ეჭვის გაჩენას.
უნდა გადალახოთ ეს ეტაპი ცხოვრების გზაზე, გაიაროთ ამ შიშში თუ გსურთ გახდეთ უფრო დიდი.
გახსოვთ - ენაზე დიდი მტერი არ გაყავსო.
იცოდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ასეთი აზრები გაგიელვებთ, ეს უბრალოდ აზრია, არარეალური ფიქრები.
დიდი ალბათობით, რაც „მე არ შემიძლია“-ს უკან დგას, ეს არის - „ მე არ მინდა“.
თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის მოტყუება.
თქვენ გჭირდებათ, ჩახედოთ საკუთარ შიშს თვალებში და გაიაროთ მასში.
გაიხსენეთ და დაიმახსოვრეთ რაც გინდათ ის, დევს თქვენი კომფორტული ზონის მიღმა, ამიტომ უნდა ასწიოთ ერთი ადგილი და იმ წუთებშივე დაიწყოთ მოქმედება.
თუ ძალა და ენერგია არ გყოფნით, მაშინ იმუშავეთ ფსიქოლოგიურად და გახდით:
- საკუთარი თავის მშობელი, მოძღვარი და საკუთარი თავის მოტივატორი, მენტორი და თავს შესძახეთ „მე შევძლებ!“ , „მე გამომივა!“ და უბრალოდ იმეორეთ, იმერთ... ქართულ სიმღერაში რომ არის „ოდოია“ თავიდან ბოლომდე ერთი სიტყვაა დღე და ღამე 3 თვე - უბრალოდ გააგრძელეთ, მეტი არაფერი, მხოლოდ იმეორეთ და აკეთეთ, იმეორეთ და აკეთეთ. აკეთეთ როგორც და რამდენიც გამოგდით, მხოლოდ აკეთეთ...
და თუ ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ მაინც ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს ქმედებებზე და რადგანაც თქვენს სურვილებს სხვა არავინ გააკეთებს თქვენთვის, შეგიძლიათ, მოიფხანოთ ეგოზე და დაკმაყოფილდეთ იმით, რომ ადამიანების 95%-ს ზუსტად იგივე პრობლემა აქვს.
მაგრამ თუ შეძელით და აიძულეთ საკუთარი თავი, ყველაფრის მიუხედავად იმოქმედოს, ეს ნიშნავს, რომ იმ 95%-ზე უკეთესი ხართ.
ეს არჩევანი თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
მთავარია არ დაიხიოთ და არ დანებდეთ“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: