Digest Logo

„მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია...“ - ექიმი ციური კახიანი გარდაიცვალა

1760626942
 ციური კახიანი

ექიმი ციური კახიანი გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სვანეთი ნიუსი“ ავრცელებს და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილთან ერთად, ექიმის ფოტოს აქვეყნებს:

„ექიმი ციური კახიანი გარდაიცვალა...

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1971 წელს დაინიშნა მესტიის რაიონის სოფელ ლახამულის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე; 1971-1973წწ. სწავლობდა და იმაღლებდა კვალიფიკაციას ქ. თბილისში კლინიკურ ორდინატურაში და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1980-1998წწ.

მუშაობდა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში წამყვან გინეკოლოგად;

1994 წელს იგი მუდმივ საცხოვრებლად გარდაბნის რაიონში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო სოფელ კალინინოს საექიმო ამბულატორიაში ექიმ-გინეკოლოგად;

1997 წელს გადაიყვანეს გარდაბნის რაიონულ სამშობიარო სახლში ექიმ-მეან-გინეკოლოგად და რეპროდუქტიოლოგიური კაბინეტის გამგედ.

მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის ნიშნით.

2011წ. მუშაობს გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალის“ მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრში ექიმ-გინეკოლოგად.

ჯანმრთელობის დაცვის ღვაწლმოსილი მუშაკი, გარდაბნის რაიონის საპატიო მოქალაქე, მაღალკვალიფიციური ექიმ გინეკოლოგი“, - წერია სამძიმრის წერილში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დავაჩქაროთ საგრძნობლად ტკივილგამაყუჩებლის მოქმედება - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის რეკომენდაცია

🎥 „გაგიკვირდებათ და ყველა ომეგა 3 ერთნაირი არ არის, განახვებთ როგორ ავარჩიოთ უვნებელი და ეფექტური საკვები დანამატი“ - ირაკლი არაბულის ვიდეომიმართვა

🎥 „იმედგაცრუება, ზედმეტი მოლოდინები, ეჭვები, შფოთვები“ - მარიამ შუკაკიძე ახალმთვარეობასა და ასტროლოგიურ ასპექტებზე