Digest Logo

„არასდროს ვაიძულებ ჩემს შვილს, ის გააკეთოს, რაც თავისნაირობას დააკარგვინებს – დედაშვილობის დღეს გილოცავთ“ – დინა მირცხულავა

1646315469
დინა მირცხულავა

მწერალი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს დედის დღეს - 3 მარტს ულოცავს.

„მე ისეთი ბავშვის დედად შემარჩია სამყარომ, რომ ცუდი დედა ვერ ვიქნები…

მე ისე მიყვარს ჩემი შვილი, რომ არასოდეს ჩავერევი მის ცხოვრებაში, მის არჩევანში.

არასოდეს ვაიძულებ ჩემს შვილს, ის გააკეთოს, რაც თავისნაირობას დააკარგვინებს. დედაჩემი ხშირად მსაყვედურობს ხოლმე, ათამამებ და არაფერს უკრძალავო.

სინამდვილეში ვაძლევ ნებას, რომ თვითონ გადაწყვიტოს რაღაცები და შედეგზეც აგოს პასუხი.

ხშირად ყრუ დედა ვარ და რაღაც არ გამიგია, ხშირად ბრმაც ვარ, მაგრამ უმეტესად ვახვედრებ, რომ ვიცი მისი ცუღლუტობები და ვეუბნები, რომ კამათი მეზარება.

ვმეგობრობთ.

არ არის თემა, რომელზედაც მასთან თამამად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ხშირად გვაქვს ისეთი დღეებიც, როცა ერთმანეთთან ლაპარაკი არ გვინდა…

რა პრობლემაა ?! ეს ცხოვრებაა.

მე ვაძლევ ნებას, დაუშვას შეცდომები და ყველანაირ კანონსა და ტრადიციას მიაფურთხოს, როცა საქმე ადამიანს ეხება.

– ქიმია – ფიზიკის რა გითხრა, მაგრამ კარგი ადამიანი გეზრდებაო – მასწავლებელმა მითხრა ერთხელ.

ესაა მთელი დედაშვილობის მიეთმოეთი…. ანუ დედად გამოვდექი…

სულ ვეუბნები, რომ ხელი იქამდე იქნიოს, სანამ ცხვირში მოარტყამს ვინმეს…

ერთხელ მკითხა – და თუ ვინმეს დიდი ცხვირი აქვს და თვითონ წამომედო ?!
– მაშინ გაულამაზე – მეთქი….

რა მეთქვა აბა ?!
(ეს ხუმრობით).

ჩემი შვილი არ არის ჩემი გაგრძელება.

ჩემი შვილი არის საჩუქარი იმ სამყაროსი, რომელმაც მის დედად მე შემარჩია.

და ჩემი შვილი არ არის მარტო ჩემი, ჩემი შვილი დედამიწის ნაწილია.

დედაშვილობის დღეს გილოცავთ“, - წერს მირცხულავა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔵„ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!“ ორგანოები ამოაცალეს, არ დაიჩოქა, დროშას ფეხი არ დააბიჯა! - ტატუნაშვილის გმირობის ამბავი

🔵„შენ მოკალი შენი შვილიო“! ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგო - ეკა ბეჟანიშვილის სისხლით მოპოვებული თავისუფლება

🔵შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები