
9 დეკემბრის აქციაზე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სასახლე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული და მას ცეცხლი წაუკიდეს.
აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების და ცნობილი ადამიანების რეაქცია მოჰყვა, ისინი საგანგაშოს უწოდებენ, მდგომარეობას, რასაც აქციის მონაწილეები ბოლო დღეებია ჩადიან.
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი სოციალურ ქსელში ზემოთ აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა:
„გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზედაც გამოხატული იყო უფალი ჩვენი, იესო ქრისტე.
მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტესშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთის გმობა და ნებსით თუ უნებლიედ ეშმაკის მსახურება.
ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთის მგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს.
ახალგაზრდებს ვთხოვთ, შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: