Digest Logo

„არასოდეს უარუყვია საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა, ექსი კი გაკივის, არ ვარ ბატონო ქართველიო...“ - ლალი მოროშკინა გვარამიაზე

1673863718
ლალი მოროშკინა

„გვარამია ყოფილი პროკურორია და კარგად იცის, რომ ციხეს ორი კარი აქვს და თუ ღირსეულად შეხვედი ერთში, თავაწეული გამოხვალ მეორიდან“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რჩევებს უზიარებს.

ლალი მოროშკინას თქმით, „მთავარი არხის“ დირექტორი სასჯელს ღირსეულად იხდის, ციხის თანამშრომლებთან კარგი დამოკიდებულებითაც გამოირჩევა.

„ნაცებო, გადადეთ არჩევნები. მაინც ბედობაა და უფასო რჩევა ჩემგან, კი ვიცი ნარკოტიკივით „ზიხართ“ ჩემს სტატუსებზე:

ციხეში ორი „წონიანი" პატიმარი გყავთ. ერთი ღირსეულად ხვდება ციხის კედლებს, მეორე ვიპ.პალატასაც თაკილობს, ერთს არაჩვეულებრივი, მებრძოლი მეუღლე ჰყავს,რომელიც ქმრის ერთგული რჩება ნებისმიერ სიტუაცუაში,მეორეს ჰარამ-ხანა „სულთანის" ბეჭდის გადმოგდებას ელის, რომელი ეახლოს,კონკრეტულ დროს,
საოხრეს დასაზელად (მანამდე ექთნებს სთხოვს).

გვარამია ყოფილი პროკურორია და კარგად იცის, რომ ციხეს ორი კარი აქვს და თუ ღირსეულად შეხვედი ერთში,თავაწეული გამოხვალ მეორიდან.

მიშას მენტალური კარი საკუთარ თავთან აქვს ჩარაზული, ეს კი გაცილებით უარესი პრობლემაა.
ნიკას არასოდეს უარუყვია საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა, ექსი კი გაკივის არ ვარ ბატონო ქართველიო...  და ბოლოს,  ნიკამ ყველაზე ადრე დაუსვა დიაგნოზი ქალბატონ კელის, მაშინ როცა მიხეილმა "ფელიჩიტა" ალბანოდან-კონდოლიზამდე გადაიყვლიფა მუხლები:

„არიქა,სიტყვა შემაწიეთ საქართველოს მთავრობასთან, თორემ ჩაგიშვებთ ყველასო"....

და სულ ბოლოს, ნიკა უაღრესად ზრდილობიანია ციხის თანამშრომლებთან,  ისევე როგორც თავის დროზე ბაჩო ახალაია და მერაბიშვილი, ხოლო სააკაშვილი საკუთარი ფეკალიებით კალათბურთს ათამაშებს მედ.პერსონალს, ამასთან აფურთხებს,აგინებს და დაჭერით ემუქრება.

ასე რომ, დანახვა უნდა ყველაფერს. გადადეთ არჩევნები. მელია "დაიწვა",ხაბე -ნუ,მთლა უდონობაა, მეც კი ვერ გაგიმეტებთ ასეთი "თავკაცისთვის"( ამ არსებითი სახელის მეორე ნაწილი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ).

მოკლედ, მე მითქვამს... დაელოდეთ ნიკას!“, - წერს ლალი მოროშკინა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ქუჩაში ვიპოვეთ, სახლში წავიყვანე, მაგრამ ჩემი მანამდე აყვანილი ჰასკი ვერ შეეგუა და გადავწყვიტეთ ...“ - გიორგი კეკელიძე

🎥 კადრები ვარკეთილიდან, სადაც არასრულწლოვნებმა კიდევ ერთი მაღაზია გაძარცვეს

🎥 ლევან ბერძენიშვილის პირველი კომენტარი ყვარელში მომხდარ ინციდენტზე