Digest Logo

🎥 არჩილ სოლოღაშვილი იუბილარია - ტელეწამყვანი და მსახიობი 45 წლის გახდა

1731482676
არჩილ სოლოღაშვილი

ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი 1979 წლის 13 ნოემბერს დაიბადა. 

არჩილ სოლოღაშვილს საზოგადოება ეკრანზე ყოველდღიურად ხედავს. ის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის წევრია და კოლეგებმა დაბადების დღეც პირდაპირ ეთერში მიულოცეს.

„გვინდა ვუსურვოთ ბედნიერება, სიყვარული, სიხარული, წარმატება თავის ოჯახთან ერთად. გვიყვარხარ მთელ გუნდს, გვეიმედები. უყვარხარ მაყურებელს, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია.

ჯანმრთელობას, იღბალს, გამართლებას ვუსურვებთ. უენერგიულეს, უპოზიტიურეს, უმაგრეს ადამიანს ვუძღვნით ამ სიმღერას, რასაც ვიმღერებთ“, - ამბობენ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანები.

შეგახსენებთ, რომ არჩილ სოლოღაშვილი ტელეწამყვან ნუცა ქავთარაძეზე 11 წელია დაქორწინებულია. წყვილს ერთი 3 წლის  შვილი ჰყავს, რომელსაც სანი ჰქვია.

არჩილის ბიოგრაფიიდან რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ: იგი თავდაპირველად თეატრალურ სკოლა-სტუდიაში „ბერიკები“ სწავლობდა. 1999 წელს შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქართული ქორეოგრაფიის განხრით დაამთავრა. გარდა ამისა, ტელეწამყვანი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზეც სწავლობდა.

2006 წელს არჩილ სოლოღაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მეტყველების კულტურის ფაკულტეტი დაამთავრა.

2006 წლიდან ტელეწამყვანი თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. 2010 წელს შეასრულა „სანდროს“ როლი, ფილმში „ოცნების ქალაქი“. 2013 წელს მიიღო თეატრალური პრემია „დურუჯი“, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, სპექტაკლში „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დიდება საქართველოს, რომელმაც შვა გიგაშა“ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მილოცვა გიორგი გიგაშვილს

🎥 „მამამისს დააბარეს, რომ რამდენი წუთიც ილაპარაკა, იმდენი წელი მოგესჯებაო“ - რას იხსენებს ხათუნა ჟორდანია

„ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ესპანეთში იმყოფებიან