ფსიქოლოგი ბელა ალანია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ალანია ისეთ ადამიანებზე წერს, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ და მუდმივად საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ.
„ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, მუდმივად საკუთარ უპირატესობას რომ გვიმტკიცებენ. თავის ქებას იწყებენ და არ ამთავრებენ.
სულ მგონია, რომ ბავშვობის ტრავმა აქვთ მიღებული, ვიღაცამ დაამცირა ან შეურაცხყო ისე, რომ უფრო საკუთარ თავს აჯერებენ როგორი კარგები არიან და ჰეი, ადამიანებო დამინახეთო...
ან იქნებ, უბრალოდ, ნარცისები არიან და ამიტომაც საკუთარი თავის იქით ვერავის ამჩნევენ?
ო არაა! რომ არ ამჩნევდნენ, არ დაატრიალებდნენ კორიანტელს, არიქა ყველაზე უკეთესი ვარო. ამის დამტკიცება არავის სჭირდება.
მე თუ მკითხავთ, არასრულფასოვნების კომპლექსი სჭირთ ასეთ ადამიანებს. რთულია ალბათ მათთან მეგობრობაც. ისინი სულ „მართლები“ არიან და „ამაყნი“.
სინამდვილეში კი ისე მარტოსულნი...მაპატიონ, რომ მებრალებიან...“, - წერს ბელა ალანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„უნდა დაამტვრიო ზელენსკის კიდურიც და თავ-ყბაც“ - ლალი მოროშკინა იმუქრება
🔵რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg
🔵„ამ დღეს სატანურს უწოდებენ“ - ცაგარელი გაფრთხილებთ როდის გამოიჩინოთ სიფრთხილე