Digest Logo

„არც არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, არც არასოდეს ყოფილა ის დრო...“ - ნატო გელაშვილმა ახალი ლექსი დაწერა

1760689933
ნატო გელაშვილი

ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, შვილებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.

მომღერალმა ნატო გელაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტო გაავრცელა და მისი ახალი ლექსი გაგვიზიარა:

„სახლს აღარ ასდის მშობლების სუნი
დამსგავსებია ნასახლარს, თითქოს
აქ არ მიცქერდნენ მამის თვალები
აქ არ მავსევდა მე დედის სითბო…

სახლს აღარ ასდის მშობლების სუნი,
ცივია, როგორც ზამთარი, ვფიქრობ
არც არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი,
არც არასოდეს ყოფილა ის დრო….

სახლს აღარ ასდის მშობლების სუნი,
აღარც არავინ მელის, არც მიხმობს…
დავიარები სულში ობოლი..
მონატრებული ალერსს და სითბოს“, - წერს ნატო გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სამსახურის ან ნგრევის დღე... დასრულება, განწმენდა და მიტევება“ - თაკო მელიქიშვილი 17 ოქტომბრის ენერგიებზე

„ძალიან კარგი ფოტოებია, უმაგრეს „ვიდზე“ ხარ“ - როგორ გამოიყურება მერსი სულხანიშვილი ოპერაციის შემდეგ

გაიგე, რომელ დონეზე ხარ ცნობიერების ევოლუციის მიხედვით - „რატომ ვეღარ გადაჰყვება ახალ ვიბრაციებზე გადასულ დედამიწას „მძინარე“ ცნობიერება!“