
მომღერალ ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე და მისი მეუღლე, მუსიკოსი ანეტა ნიკურაძე 2021 წელს დაქორწინდნენ.
წყვილმა სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი და ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.
წყვილი დღეს, 17 ოქტომბერს ქორწინების 4 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თარიღთან დაკავშირებით ანეტა ნიკურაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:
„სულ რაღაც 4 წელიც გასულა…
ღმერთო, როგორ მიყვარს ეს დღე. გამიჭირდება სიტყვების მოძიება, გადმოსაცემად… ერთი რაც შემიძლია ვთქვა გულწრფელი და დიდი მადლობა უფალს რომ, ეს ამბავი ასე ინება! …
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისი გვერდით დგომითაც ასე სრულყოფილად შედგა ჩვენი დღე 2021 წლის 17 ოქტომბერი.
ეს ის დღეა. რომელშიც არც ერთ წამს არ შევცვლიდი, ზუსტად ის სიყვარულის ზღაპარი იყო, რომელზედაც ჩემს ფიქრებში ჩუმად მიფიქრია, ქალურად…
მადლობა უფალს, რადგან მჯერა, რომ იქ სადღაც ზევით გადაწყდა ჩვენი ამბავი იმ 2020 წლის 14 იანვარს და ეს ბევრჯერ ვიგრძენით ამ წლების მანძილზე.
როგორც დაიწყო მოულოდნელად, დიდი ნაპერწკლებით და უფლისგან გამოგზავნილი ნიშნების კვალდაკვალ…. ასე დიდი სიყვარულის მადლით გვეტარებინოს ჩვენი უღელი ორი დიდი საჩუქრით, ჩვენი შვილებით, თავისი დაღმასვლებით და აღმასვლებით სავსე… მრავალფეროვანი მოგონებებით გამსჭვალული…
მიყვარხარ მე შენ!“, - წერს ანეტა ნიკურაძე.
ცნობისთვის, წყვილს ერთი ვაჟი, ლუკა ჭოხონელიძე ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არც არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, არც არასოდეს ყოფილა ის დრო...“ - ნატო გელაშვილმა ახალი ლექსი დაწერა
⭕„ძალიან კარგი ფოტოებია, უმაგრეს „ვიდზე“ ხარ“ - როგორ გამოიყურება მერსი სულხანიშვილი ოპერაციის შემდეგ