რუსთაველის გამზირზე, 30 აპრილს პარლამენტთან, „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი.
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში, სამართალმცოდნე ირინა ბათიაშვილი ეხმაურება და აქტივისტების ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებს.
„არც გაბედოთ და 7 ნოემბრის, 26 მაისის აქციები არ შეადაროთ ამ ძალადობრივ, ფაშისტურ, პოლიტიკური უმცირესობების აქციებს. ასეთი ძალადობრივი ქმედებების (პოლიციელებისთვის ქვების, ბოთლების და ბასრი ნივთების სროლა, ფურთხება, მივარდნა, დარტყმა) შემდგომ აქციის დაშლის პროპორციული ძალის მექანიზმი როგორი მკაცრი და რადიკალური ზომებია ხოლმე ამერიკაში და ევროპაში, ფაქტებით შეგიძლია იხილოთ ვიდეოების სახით youtube-ზე და გუგლში.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თავისი სიტყვა თქვა 29 აპრილს.
ფაშისტურ-ბოლშევიკური ვიწრო დაჯგუფების არეულობის და გადატრიალების მცდელობას დარწმუნებული ვარ, კანონის შესაბამისი სიმკაცრით უპასუხებს მთავრობა. ხოლო, თუ საჭირო იქნება, ისევ გამოვალთ მოსახლეობა ამ გადაწყვეტილების გასამაგრებლად. ტყუილად იმუქრებით „ნაცებო“, მიწას ვერავის დაუწვავთ ფეხქვეშ!
დამთავრდა თქვენი მცდელობები. ის „ტვინგაყინული“ ადამიანები, ვინც ახალისებთ ძალადობას და გუშინდელი ძალადობრივი აქციის ვიდეოები განათავსეთ, გშლით.
სამწუხაროდ, ჩემს ახლო სამეგობრო და სანათესავო წრეში ყოფილან ისეთი უპრინციპო ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობის წლებიდან ჩემთან ერთად მოდიოდნენ, ჩემი მეგობრობით სარგებლობდნენ, „ნაცებს“ გმობდნენ და კარგად იცოდნენ ამ კოლექტიურმა „ნაცებმა“ როგორი პოლიტიკური დევნა ახორციელეს ჩემი ოჯახის და ქართველი ერის მიმართ.
და დღეს ნაცების „ვაზელინები“ გახდნენ პირადი გამორჩენის გამო. ეს დღეები ჩაივლის, კარგად დაიმახსოვრეთ, არ შემაწუხოთ და არ დამირეკოთ.
ყველაფერი იქნება მაგრად“,- წერს ირინა ბათიაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„არანაირი ორი საქართველო არ არსებობს, საქართველოს ებრძვის გარე და შიდა მტერი!“ - ზურა ხაჩიძე