21 ივნისს მოსკოვში 31 წლის მომღერლის ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს თავზარი დასცა. გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა ვერსია ითქვა და დაიწერა.
მომღერალი მისი ჯგუფის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამბობდნენ, რომ ის თრომბით დაიღუპა, მეორე ვერსიით, მას ფეხის ძვლის დაშლა ჰქონდა.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ასე ამბობენ როგორც მუსიკოსი და მომღერალი კი, მაგრამ როგორც ადამიანი ისე დაგვაკლდაო. ჰოდა, ამიტომ გყავს ამდენი ნაცნობი თუ უცნობი სტუმარი დღე და ღამე, ამიტომ შეხვდნენ ახალ წელს, ბედობას, შობას შენს გვერდით. დიდი მადლობა ამ სიყვარულის და პატივისცემისთვის. ბედნიერი წელი გქონოდეთ“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება“ - როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში