Digest Logo

„ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი, თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1673243533
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წარსულში გადამხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც მამას და იმ გოგოს უკავშირდება, რომელიც პატარაობაში უყვარდა.

„ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი, რომ იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სანამ მოვა, ბავშვი ხარ და ცას უყურებ.

გინდა შეივსოს ის პატარა ბაცი ლურჯი ნაწილი ცის, გურიკას სახლის თავზე რომ არის. შავი ღრუბლით შეივსოს. „შავი ღრუბლების შეგროვება შენს თავზე“მაშინ კარგ რამეს გულისხმობს. ანუ უკუღმაა ყველაფერი - ბავშვობა ხომ თავდაყირა დგომას ნიშნავს. ჰოდა, შეივსო ის ლურჯი და წამოვიდა. სამ დღეში სახლი გადასათოვლი გახდა.

ასე დაემთხვა, მარტო მე და მამაჩემი ვართ შინ. ამიყვანა სახურავზე. სახურავზე ასვლა უდრის ყველაზე მაღლა დგომას. ყველაზე და ყველაფერზე. ყრის თოვლს და ვუყურებ. სიხარული მგუდავს საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო და მინდა იმ გოგომ დამინახოს. სახურავზე ვდგავარ ბოლოს და ბოლო და თოვს, მაგრამ გოგო შორსაა.

შორს რა - ალბათ ხუთი კილომეტრით იქით და გოგოს სულ ცალ ფეხზე კიდია და მე ნელ-ნელა ვბრაზდები. ვიწყენ, წუხილი საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო მგუდავს და ვთხზავ: ვერტალიოტი მოფრინდება და მე ვჯდები, ვითარცა რემბო ან ვან დამე (E-ს ეგრე ვკითხულობდი) და მივფრინავ იმ გოგოს სახლთან და ვიტაცებ.

„ვსო, ჩევეით ქვეით, მეტი აღარ უნდა“ - სწორად მოგესმათ, ეს მამაჩემის ხმაა. ქვევით ცეცხლი თავიდანაა დასანთები. ანთებს, მე კი ვიტირო მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ მამაჩემი ვერ გაიგებს. ამიტომაც თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ. ეგეთი გაუგებარი რამეა სიყვარული. ხან სულაც გაუმხელელი. ნაღდი სიყვარული გადასათოვლი სახლით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება“ - როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

🎥 „რატომ უნდა ვიცხოვრო მარტო იმის შიშში, რომ ერთ დღეს მოვკვდები და სანამ სუნი მეზობლებამდე არ გავა, მანამდე ვერავინ მიპოვნის“ - სელენა ბუხაიძე

🔵„არანორმალური“ იყო, ფეხებზე დაიკიდა „რას იტყოდა ხალხი“... ქრისტემ ჩაიხუტოს ლიზა ქისტაურის სული...“ - ნიკო მიქაია