Digest Logo

„ასე გათელა ფეხით შიოლაშვილმა სინოდიც და საეკლესიო კანონებიც. ახლა გინდა შეკრებილა სინოდი, გინდა არა, აღარ აქვს მნიშვნელობა“ - ილია ჭიღლაძე

1676044649
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

14 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია  საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ ასაჯაროებს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე გამოეხმაურა.

„საპატრიარქოში გაახსენდათ, რომ „წმინდა სინოდი“ არსებობს და ზუსტად ორწლიანი პაუზის შემდგომ, 14 თებერვალს ჩაინიშნა სინოდის სხდომა.

2022 წელს სინოდი არ მოწვეულა, ხოლო 2021 წელს მხოლოდ თებერვალში იყო სინოდის სხდომა. საეკლესიო კანონმდებლობით წელიწადში მინიმუმ 2 სინოდის სხდომის მოწვევა აუცილებელია. ასე გათელა ფეხით შიოლაშვილმა სინოდიც და საეკლესიო კანონებიც.

ახლა გინდა შეკრებილა სინოდი, გინდა არა, აღარ აქვს მნიშვნელობა, როგორც იტყვიან, მკვდარზე ვენოკია. ქართველი ერის უმრავლესობამ ზურგი აქცია ამ ფსევდოეკლესიას და დაცარიელდა ტაძრები, მხოლოდ გამოთაყვანებულ ერთუჯრედიანი სექტანტებიღა შერჩა შიოლაშვილს, ისიც ძალიან ცოტა!“, - წერს ილია ჭიღლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მარიტა მელიქიშვილმა იმიჯი შეიცვალა - როგორ ეხმაურებიან სოცქსელში მის ცვლილებებს

🎥 „გამანებეთ თავი, არაფერი არ ვიცოდი“ - ბადრი ესებუას მამა სასამართლოზე იმყოფებოდა

🔵„სასამართლოს არ მინდა სკაიპით ვესწრებოდე“ - ბადრი ესებუა