Digest Logo

„სასამართლოს არ მინდა სკაიპით ვესწრებოდე“ - ბადრი ესებუა

1676036668
ბადრი ესებუა

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დასრულდა.

ბრალდებული ესებუა პროცესს ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა. მოსამართლის კითხვაზე ესებუამ თქვა, რომ არ სურს პროცესს სკაიპით ესწრებოდეს.

„ნორმალურად არაფერი მესმის. სურვილი მაქვს პროცესს თავად ვესწრებოდე“, - აცხადებს ესებუა.

ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.

სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტედროს ადანომ გებრეისუსი​ სირიაში მიემგზავრება„

🔵„ასე ჩახუტებულები უპოვიათ ეს ადამიანები სირიაში, ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში... რა არის სიყვარული? - ეს...“ - ლაშა მარგიანის ემოციური პოსტი

🔵„დღევანდელ სიზმარს მიაქციეთ ყურადღება“ - მიხეილ ცაგარელი