ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მისი კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ იგი გამომწერებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს ხოლმე.
ამჯერად ნინი სოციალური ქსელის მომხმარებელს ახალ ინფორმაციას უზიარებს. მომღერალი პირველი იანვრიდან ბრუკლინში მოსწავლეებს მიიღებს.
„მოგესალმებით მეგობრებო, ეს ბოლო დღეებია სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ვიცი რომ ყველა ძალიან მძიმედ ვართ, არავის არც გვემღერება და მე პირადად არც საახალწლო და განწყობა მაქვს, ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ, რომ ჩემი სამსახურია და სხვანაირად არ გამომდის, ვერც გავიფიცები, რადგან სხვა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. მართლა უხერხულობის შეგრძნება მაქვს და მაპატიეთ… მაპატიეთ, რომ ამ პოსტს ვწერ ახლა…
ბრუკლინიდან ბევრი მწერდით, რომ თუ ავიყვანდი ნიუ იორკში მოსწავლეებს. 1 იანვრიდან დავიწყებ ბრუკლინში მოსწავლეების მიღებას, როგორც ჯგუფს ასევე ინდივიდუალურად ავიყვან მოსწავლეებს. მომწერეთ პირად შეტყობინებაში ვისაც სურვილი გქონდათ. მადლობა და ყველას მშვიდობიან და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ“, - წერს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებას რეტროგრადული იუპიტერი მნიშვნელოვნად შეცვლის