Digest Logo

🎥 „ასე მივულოცე დედას დაბადების დღე ბათუმში“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

1753442561
ალექსანდრე ზაზარაშვილი

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, ამჟამად საქართველოში იმყოფება და გამომწერებს სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა.

ალექსანდრე ამჟამად 18 წლისაა და იმიჯიც საგრძნობლად შეცვლილი აქვს.

მან დედას სოციალურ ქსელში ემოციურად მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:

„დედა, რამდენი წელი ერთმანეთის გარეშე, მაგრამ რამდენი წელიც ერთად…

ფიზიკურად ჩემს გვერდით ხარ თუ არა, არანაირი აზრი არ აქვს იმდენად გრძნობ ჩემს ყველაფერს, ვერაფერს დაგიმალავ, ვერაფერს გამოგაპარებ, ყველაფერს გრძნობ სადაც არ უნდა ვიყო და იმავენაირად გიხარია ან გტკივა.

მინდა ცხოვრების ბოლომდე მყავდე და იყო ბედნიერი, მართლა სწორი სახელი გქვია „გული” ცარიელი გული და სული ხარ, სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებ, და აბედნიერებ შენს ირგვლივ ყველას, ადამიანს თუ ცხოველს!

მიხარია, რომ შენს დღეს ღმერთმა მაჩუქა ბედნიერება რომ შენთან ერთად გავატარო, და აღვნიშნოთ სამყაროში უმაგრესი ადამიანის მოვლენა და ასევე იმ ადამიანის, რომელმაც მე მომავლინა, ჩემი სულის და სხეულის განუყოფელი ნაწილი ხარ.

მიყვარხარ და გილოცავ.

ასე მივულოცე დედას დაბადების დღე ბათუმში“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/r/19SXjXBxXG/

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

🎥 3 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური რჩევა აგვისტოსთვის, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

🎥 „დიდი ხანია ასე არ მიცინია, გაიხარე ზურა პაპა“ - ლენუკა ყიფშიძე სახალისო ვიდეოს გვიზიარებს