27 ოქტომბერს ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით მისი მეგობარი ლევან კირვალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ლაშუტ, 1 წელი და არც ერთი დღე შენზე ფიქრის გარეშე.
როგორ უცებ გავიდა ეს დრო, თითქოს გუშინ იყო...
ძალიან მაკლიხარ, ყველგან და ყოველ დროს მაკლიხარ... ასე როგორ შეიძლებოდა არ მესმის...
ჩემო ძმაო, ჩემო ოჯახო, ჩემო ლაშუტ.
დრო ყველაფერს კურნავსო, მაგრამ თურმე არსებობს ტკივილი, რომელსაც დრო კი არ კურნავს უბრალოდ გვასწავლის მასთან ერთად ცხოვრებას.
მიყვარხარ ჩემო ლაშუტ და ძვირფასია ყველა ის წამი, რაც ერთად გვაქვს გატარებული, თავისი ბევრი უძილო ღამით, ბევრი სიხარულით და ბევრი ემოციით და მომენტებით, რომელიც ერთად გამოვიარეთ ამ წლების მანძილზე...
მენატრები ჩემო საიმედო ადამიანო. უყვარხარ შენს კირკუცის.
შენს საფლავზეც ყველაზე გვიან ამოვალ, მარტო რომ გელაპარაკო ბევრი იმაზე თუ როგორ მაკლიხარ!“, - წერს ლევან კირვალიძე.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 2025 წლის 27 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა, წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕27 ოქტომბერი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღეა - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი
⭕27 ოქტომბერს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ მეთორმეტე სეზონი იწყება!