Digest Logo

„ასეთი ჩუმი ბაირამი მე არ მახსენდება... ქვეყნის მუსლიმანებმა ტოლერანტობის და გვერდში დგომის მაგალითი გვაჩვენეს...“ - რას წერს ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი

1774015479
ლიანა მარკარიან

ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი სოციალურ ქსელში ცარიელი მეჩეთიდან ფოტოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს რომ ქართველმა მუსლიმანებმა მათთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული, რამადან-ბაირამი არ აღნიშნეს:

„ასეთი ჩუმი ბაირამი მე არ მახსენდება.

ქვეყნის მუსლიმანებმა ტოლერანტობის და გვერდში დგომის მაგალითი გვაჩვენეს. მარტივად რომ ავხსნა, რამადან-ბაირამი მუსლიმანებისთვის ახალი წლის, შობისა და აღდგომის ტოლფასია.

მეგობრებო, გილოცავთ რამადან-ბაირამს, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს. თქვენი წმინდა თვე და მარხვა დასრულდა!

შესმენილი იქნეს თქვენი ლოცვები!“, - წერს ლიანა მარქარიანი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შენი ცხოვრება ჩვეულებრივზე მეტად გისმენს...“ - 20 მარტის ბუნიობა: ბალანსის წერტილი

🎥 „სანამ ჩვენ შვილებს ცოცხლებს ვეძებდით, თურმე პატრიარქი ჩვენი შვილების ჭირისუფალი ყოფილა...“ - რას ჰყვებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები პატრიარქზე

🎥 „დილას შვიდს აკლდა 15 წუთი რომ მივედი, ნაკადი არ წყდებოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს სამების ტაძრიდან პროდიუსერი ნატო დუმბაძე