Digest Logo

🎥 „სანამ ჩვენ შვილებს ცოცხლებს ვეძებდით, თურმე პატრიარქი ჩვენი შვილების ჭირისუფალი ყოფილა...“ - რას ჰყვებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები პატრიარქზე

1774008702
- ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები

ტელეკომპანია „იმედი“ არქივიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს, სადაც  ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები საქართველოს პატრიარქზე ილია II-ზე საუბრობენ და მას მადლობას უხდიან:

„მადლობა მინდა, ვუთხრა მთელი საქართველოს და მსოფლიოს გასაგონად, რომ ჩემი შვილი მეორეჯერ მაჩუქა“,

„პატრიარქმა 42 ბიჭის დედას გვაჩუქა ჩვენი შვილების საფლავები“,

„იმ პერიოდში სანამ ჩვენ შვილებს ცოცხლებს ვეძებდით, თურმე პატრიარქი ჩვენი შვილების ჭირისუფალი ყოფილა“, - ამბობდნენ ინტერვიუში შვილმკვდარი დედები.

„ეს იყო ძალიან მძიმე დღეები საქართველოსთვის, მე მაინც გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და ვნახე მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები.

შვილმკვდარი დედები ეს გმირებია,“ - იხსენებდა პატრიარქი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დილას შვიდს აკლდა 15 წუთი რომ მივედი, ნაკადი არ წყდებოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს სამების ტაძრიდან პროდიუსერი ნატო დუმბაძე

⭕„სიკვდილის ჩიტებმა, თეთრწვერიანი მოხუცი კაცი გაიტაცეს დედამიწიდან და დიდი ხანია ასე არაფერი სტკენია ამ ქვეყანას“- რას წერს ჟურნალისტი თათია ზუხბაია პატრიარქზე

⭕„პატრიარქის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოებით გამოირჩეოდა “ – გია ბაღაშვილი პატრიარქზე