რეპერი მასტერი იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა გოგო მას შუა თითს ანახვებს იმ დროს, როდესაც ქალაქში ყველა პორტუგალიასთან საქართველოს გამარჯვებას ზეიმობდა.
„როცა ღამით პორტუგალიასთან გამარჯვებას აღვნიშნავდით და ჩემი ავტომობილით, მეგობრებთან ერთად გამარჯვების სიმღერებს ვმღეროდით, ეს ლამაზი და კარგი გოგონა ასე მომესალმა.
რამდენი ადამიანი არ მოგვწონს, არ გვიყვარს, არ ვეთანხმებით, მაგრამ ასეთი დიდი სიხარულის დროს და საერთო საყოველთაო ზეიმის დროს რომ ეგოისტური სიძულვილი გადაგწევს, იმდენად რომ დროშას მოიფარებ და შუა თითებს დაანახვებ ადამიანს, რომელსაც რეალურად არაფერი დაუშავებია ესე იგი მართლა რაღაც პრობლემაა შენში ან შეიძლება მართლაც ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ და ვიმსახურებ ამ ყველაფერს ...
მე ამ ვიდეოს ვაზიარებ იმ მიზნით, რომ მისი გზავნილი უფრო მასობრივად ვაქციო, მჯერა მას და ბევრ მისი თანამოაზრეს გავუხარებ გულს - ანუ ხელს ვუწყობ მათ პროპაგანდას - გამოხატვის თავისუფლებაში არა თუ ხელს ვუწყობ, არამედ ვეხმარები გავრცელებაში.
ასევე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ მხოლოდ სითბო და სიყვარული, მხოლოდ დადებითი კომენტარები დავუწეროთ ამ ახალგაზრდა გოგონას. ყველა უარყოფითი, ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარი იქნება წაშლილი. მადლობა“, - წერს მასტერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: