2 ივლისს თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალი გაიმართა, ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
დახვედრის დროს გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრები აქვეყნებს და წერს:
„სამშობლოში დაბრუნებულებმა, პირველი ემოციები და სიხარული რა თქმა უნდა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებთან ერთად გავიზიარეთ.
ნამდვილი ემოციების ზღვა, სავსე ქუჩები, მოედნები და ჩვენი ქვეყნის საერთო სიყვარული.
ეს დღე ნამდვილად არასდროს დაგვავიწყდება.
ყველაზე გულწრფელი ემოციები! დორტმუნდის, ჰამბურგის, გელზენკირხენის და კელნის შემდეგ, წითელ თეთრი ფერებით თბილისი გავაფერადეთ“, - წერს ეროვნული ნაკრები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: