
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრობს:
„საგანგებო: რამდენიმე საათის წინ ისრაელის 200-ზე მეტმა ავიაგამანადგურებელმა ირანს შეუტია და დაიბომბა თეირანის ჩათვლით სხვა ირანული დასახლების ის ქალაქები, სადაც სპარსული წარმოების ტექნიკა იყო თავმოყრილი.
ირანის დედაქალაქში ბენზინგასამართ სადგურებზე სრული პანიკაა, ხალხი ტოვებს ქვეყანას!
გახსოვთ, ალბათ ჩემი პროგნოზებიდან რამდენჯერ ვთქვი მანდ ძალიან დაიძაბება სიტუაცია მეთქი, აგერ ბატონო! უკონტროლო ხდება!
დარტყმების შედეგად ირანული ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია:
მოჰამედ ბაღერი - ირანის არმიის გენშტაბის უფროსი გენერალ-მაიორი
ისლამური კორპუსის მეთაური - ჰოსეინ სალემი
ბირთვული პროგრამის წამყვანი სპეციალისტი - ამირ ალი ჰაჯიზადე
ასევე, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი - ალი შამჰანი
ასეთი მასიური შეტევა ირანზე მრავალი გამანადგურებლით ჯერ არავის უნახავს ლამის საუკუნეზე მეტია.
ამ წამს მთელი მსოფლიო, ჯერ კიდევ შოკშია, თუ როგორ ამოიღეს მიზანში ისრაელმა და ამერიკამ კომბინირებულად ირანელი ლიდერების სამიზნეები.
როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით მოლაპარაკებები დროებით შეწყდება და ირანს ისღა დარჩენია, საკუთარი რესურსით ჯიჰადი, ანუ „ომი“ გამოუცხადოს ისრაელსა და ამერიკას. სხვა ვარიანტში, უკიდურესად შელახული იქნება მათი პრესტიჟი, რაც აიათოლას გეგმებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.
როგორც აღმოსავლელი ექსპერტები გადმოგვცემენ: შანსი მაღალია, რომ კომბინირებულად ათასობით ბალისტიკური რაკეტა იქნება გამოყენებული ისრაელის მიმართულებით. ამ წამის მონაცემებით კი სრული დაბნეულობაა ირანელთა რიგებში და ალბათ, მთელი მსოფლიოს წამყვან ელიტებში, რაც სპარსელთა ქმედებასაც ეტყობა, ჯერჯერობით 100 დრონის გამოყენება.
ამ ფონზე, მივმართავ საქართველოს მთავრობას: საზღვრებზე დააწესეთ ლიმიტი! მთელი ირანული დიასპორა აქაურობას მოაშურებს და ძალიან გთხოვთ ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამთ, ისედაც ყველანაირად ამღვრეულია წყალი!
უახლოესი საათები ძალიან ცხელი და გადამწყვეტი იქნება.
მშვიდობიანი დღე!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ COVID 19-ის ახალი ვარიანტი „ნიმბუსი“ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა