Digest Logo

„ასეთი ქალები იმაზე მეტია, რაც კი ყოფილა ისტორიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს...“ - რას წერს ნათია ზარანდია

1791812552
ნათია ზარანდია

ნათია ზარანდია ესტრადის მომღერალია, რომელიც მსმენელმა განსაკუთრებით აქტიურად ქართულ ტელესივრცეში და მუსიკალურ გადაცემებში გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა პოპულარულ ტელეშოუებში.

იგი სოციალურ ქსელშიც აქტიურია, სადაც გამომწერებს სხვადასხვა შინაარსის პოსტებს უზიარებს.

გთავაზობთ მის მორიგ სტატუსს, სადაც იგი შემდგარი ქალისა და კაცის ურთიერთობაზე საუბრობს:

„შემდგარი ქალი ეს ისაა, რომელიც არ გთხოვს ფულს არც გასართობად, არც ბარათებისთვის, არც ფრჩხილებისთვის, არც თმისთვის, არაფრისთვის!

უბრალოდ იმიტომ, რომ მას ამ ყველაფრის გადახდა თავად შეუძლია და იცი რა არის ყველაზე საინტერესო?

დღეს ასეთი ქალები იმაზე მეტია, რაც კი ყოფილა ისტორიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არაფერი სჭირდება. იგი უბრალოდ ეძებს რაღაც სრულიად განსხვავებულს, ისეთს, რასაც ფულით ვერ იყიდი - ერთგულებას, პატივისცემას, ორმხრივობას.

კაცი, რომელიც მის დონეზე იქნება, არა ფულით, არამედ სიმწიფის მიხედვით, ხასიათის მიხედვით ცხოვრებასთან მიმართებაში.

მას არ სჭირდება ვინმეს მხარდაჭერა, ის თავად არის საკუთარი საყრდენი. ზუსტად ამიტომ ასეთი ქალი გაცილებით ძვირი დაგიჯდება, ვიდრე ის, ვინც ფულს ითხოვს. ის შენს საფულეს არ ელოდება, ის შენს სანდოობას ელოდება. შენს უნარს, რომ იყო მის გვერდზე“, - წერს ნათია ზარანდია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕რა „ემოციურ კაუჭებს“ ტოვებს თქვენს ენერგეტიკულ ველზე გამწვავებული ურთიერთობები და რა შეუძლია ამ დროს სანთელს

🎥 ქოლესტერინის მაღალი დონე: რა კავშირი აქვს მას კაცის ჯანმრთელობასთან?

🎥 „კაცებსა და ქალებში უშვილობის პრობლემა გათანაბრდა“ - რას ამბობს მადონა ჯუღელი

✕