
ჟურნალისტი ნათია ბერიძე თურქეთში იმყოფება, რომელიც ქართულ დიასპორას შეხვდა.
როგორც ბერიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სიხარულისგან ეტირება, რადგან იქ, ძლიერ შეკრული და ერთიანი ემიგრაცია დახვდა.
„ამ პოსტის დაწერა მინდოდა აქედან რომ ჩამოვიდოდი მერე, მაგრამ ახლა დავწერ,ვერ ვითმენ.
ფოტოში ვისაც ხედავთ, ქართველი ემიგრანტები არიან თურქეთში, მარმარისში... (არასრული შემადგენლობაა კიდე აქ)
რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა რაც მე აქ დამხვდა,ვნახე და ვიგრძენი. ზოგადად ჩემთვის ემიგრანტები სენტიმენტალური თემაა.
აქ უბრალოდ ქართველები კი არ დამხვდნენ, აქ დამხვდნენ ადამიანები,აი ისეთი ბოლო დროს მხოლოდ მოყოლილ ამბებში რომ გაგვეგო, ისეთი ადამიანები, ნამდვილი ქართველი ქალები და კაცები რომ ჰქვიათ.
ასეულობით კილომეტრით მოშორებული სამშობლოდან, მაინც რომ არ კარგავენ იმ მთავარ ღირებულებას ქართველობა რომ ჰქვია. ერთმანეთი ჰყავთ,იმედად, მხარდამხარ ცხოვრებასთან საბრძოლველად და გარშემო ყველასთვის ხელის გასამართად.
ძალიან მიჭირს სიტყვების პოვნა გადმოვცე ის ემოცია რაც მათთან, თითოეულთან გამონაკლისის გარეშე გამიჩნდა.
ყელში მაქვს ბურთი გაჩხერილი, თვალზე წარამარა ცრემლი მადგება და ეს მხოლოდ ბედნიერებისგან.
არავის ეწყინოს მაგრამ ასეთი ერთიანი, ერთმანეთისთვის და საერთო სიყვარულით გამთბარი ერთ მუშტად შეკრული ემიგრაცია არ მინახავს და არ გამიგია არსად.
როგორ მოახერხეს ვერ გეტყვით დაწვრილებით, მაგრამ ის ვიცი რომ ვინც ეს ერთიანობა შექმნა საუკეთესოდ იცის ადამიანების არჩევა, სიყვარული, ადამიანობა და ხელის გამართვა ყველასთვის! მაგრამ იმის პარალელურად რომ მართლა მუხლჩაუხრელად და პატიოსნად შრომობენ ერთი დღე არ გადის უერთმანეთოდ.
ერთის სტუმარი მეორეს სტუმარია, ერთის ცხოვრება მეორესია, ერთის საქმე მეორესია და ასე თალგამივით ერთად ერევიან ყველაფერს.
რა ბედნიერი ვარ რომ გავიცანი, ვნახე და შევიგრძენი ის ქართული სული, სამშობლოდან ძალიან შორს, საქართველოშიც რომ დამაკლდა ბოლო დროს.
უამრავი წელია წამოსულები არიან და წუთით არ დავიწყებიათ საქართველო, უყვართ, ენატრებათ და სულ სამშობლოზე ლაპარაკში, სამშობლოზე ფიქრში ატარებენ ყოველ დღეს.
რა მაგარია რომ არ გადავშენდებით, რა მაგარია რომ თავაწეული დავდივარ ამ ქალაქში, ქართველობით, ამ ხალხის წყალობით!“,- წერს ნათია ბერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება
🔵 ძლიერი სეტყვა ადიგენში - სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა