ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
ნატო გელაშვილმა ამჯერად სოციალურ ქსელში ლექსი გამოაქვეყნა, რომელიც მან თბილისს მიუძღვნა.
„მე ჩემი ცა მიყვარს,
ფერებით, ლურჯი ზღვის,
ღრუბლების სვლა მიყვარს
საითკენ, ვინ იცის..
მე ჩემი მზე მიყვარს
და ცქერა თბილი ცის..
ასეთიც…ისეთიც…
მიყვარს ..მე თბილისი“, - წერს ნატო გელაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მიქაუტაძეს ყველანაირად ვეხმარებით“- ვილი სანიოლი
⭕„მადლობა რომ შენს შვილებად აგვირჩიე...“ - ბარბარა სამხარაძე დედას იუბილეს ულოცავს
⭕„ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა“ - მერაბ დვალიშვილი ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა