
22 მაისის დილას, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა 29 წლის მესტიელი ალპინისტი, მოთხილამურე და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი.
ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭის მამა გახდებოდა.
დაღუპულს სოციალურ ქსელში მეგობარი ანა ჭინჭარაული ემშვიდობება:
„მე ასეთს დაგიმახსოვრებ და ყველას მოვუყვები, რომ სვანეთში უკარგესი მეგობარი მყავდა, რომელსაც ძალიან უყვარდა ცხოვრება.
ბოლოს 2 კვირის წინ რომ ვიყავი და ვერ გნახე, „ყოჩაღ ანა, სთორი მაინც დაგედო აქ თუ იყავი მე გნახავდიო”
ახლა მე ჩამოვალ ისევ ნიკო“, - წერს ანა ჭინჭარაული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცუდ გოგოდ გახდომის დროა...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
🎥 ხატია შამუგიამ ამერიკაში ტაქსით იმგზავრა, რომელსაც მძღოლი არ მართავდა
⭕ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვის გამო, მესტიაში 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა