Digest Logo

„აწამეს, იმიტომ, რომ მან არ გაცვალა ქრისტე რომის და წარმართული სამყაროს კერპულ პანთეონზე!“ - გიორგი ლობჯანიძე

1778063105
გიორგი ლობჯანიძე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს, გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი მისი ბორბალზე წამების დღეა.

დღესასწაულთან დაკავშირებით ასტროლოგმა გიორგი ლობჯანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა:

„რეალურად, 23 ნოემბერს დაწყებული ტანჯვა და მარტვილობა, ამ დღეს, 6 მაისს დასრულდა.

„წმინდა გიორგი“ არ ყოფილა მხოლოდ მხედართმთავარი და არც დღეს არ აქვს მხოლოდ ეს როლი.

ის იყო და არის სიყვარულის, ასევე საოცარი ერთგულების მისაბაძი მაგალითი, როგორც ქრისტესმიერი სიყვარულისადმი, ასევე ყველა თვალსაჩინო საქმისადმი.

აწამეს, იმიტომ, რომ მან არ გაცვალა ქრისტე რომის და წარმართული სამყაროს კერპულ პანთეონზე!
მას არ მოუხმობენ მხოლოდ ბრძოლის დროს.

წმინდა გიორგი ესაა სიმტკიცე, შინაგანი სიმყარე და ზეციური სიყვარულის სრული ეგზალტაცია.

ხატზე გამოსახული ამხედრებული წმინდა გიორგი სრულქმნილი ბუნებაა და შემსრულებელი სამივე ჰიპოსტატის სიტყვისა!

ფეხქვეშ გაგებული ურჩხული კი უგუნური, დაცემული ადამიანის გამომხატველი, რომელიც უნდა ტრანსფორმირდეს ჭეშმარიტი არსისა და სიყვარულისკენ ან გაეშუროს საბოლოოდ წარწყმედისკენ.

წმინდა გიორგი სწორი რწმენის და ღმერთის მსახურია, რომელი სისწორეც ესოდენ სჭირდება დღეს ქართველ ერს!

ყველას ისეთ ერთგულებას, გამძლეობას და უდრეკ ხასიათს გისურვებთ, რაც ამ წმინდანმა გამოამზეურა წამებისას!
გფარავდეთ და გეწეოდეთ ყველას წმინდა გიორგი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„როგორ გარბის დრო, უკვე 15 წლის...“ - ნინო ლეჟავა შვილს დაბადების დღეს ულოცავს

„ამერიკაში წასვლის შემდეგ ეკლესიას ჩამოვშორდი, რწმენაშიც დავსუსტდი და ვეღარ ვლოცულობდი...“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი

🎥 „ჩემი ლოტოსის ყვავილი, ვიკი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად მალდივებზე ისვენებს