არაერთი როლი თეატრის სცენაზე და საინტერესო ეკრანული სახეები, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და დიდი ოჯახი, ოთხი შვილით – ეს მსახიობ ნინო ლეჟავას მონაპოვარია 52 წლის ასაკისთვის.
მისი ერთ-ერთი შვილი დღეს იუბილარია. გიორგი 15 წლის გახდა და დედამ სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოთი მიულოცა:
„15 H.B.
გილოცავ დე, მიყვარხარ.
როგორ გარბის დრო, დღეს უკვე 15 წლის.
ჩემი გიორგის თამადობით, ყველას გილოცავთ გიორგობას, შეგეწიოთ მისი მადლი, დაგიფაროთ და დაგიცვათ“, - წერს ნინო ლეჟავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ლოტოსის ყვავილი, ვიკი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად მალდივებზე ისვენებს