ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის დათო ხუციშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის ოჯახის წევრები და ნათესავები გამოეხმაურნენ და მას ემოციური პოსტები მიუძღვნეს.
გარდაცვლილს ასევე ემშვიდობებიან კლასელებიც.
„ვერ ვიჯერებ, ყველაფერს დავიჯერებ და ამას ვერა. აუტანელია ეს წუთისოფელი, მეზიზღება დათო, დედას შვილი რატომ უნდა უკვდებოდეს.
დიდი ტკივილი ხარ, ჩემი გულის ჩემო პატარა ბიჭო, შენ ხომ ახლა უნდა გეხარა, ჩემო ხუჭუჭა, მხიარულო და თბილო ბიჭო, რატო გაგვამწარე ასე ძალიან“.
„მინდოდა დილით სხვა პოსტი დამედო, მაგრამ....
ეს ბიჭი ჩემი ბავშვობა, მეგობარი, კლასელი, მეზობელი ეს ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველას ყოველთვის გვაცინებდა და მხოლოდ ჩემი ოჯახი მიხვდება ახლა რას ვგრძნობ...
ის ადამიანია რომ გეიმედებოდა ... რამდენი რამ მაქვს გასახსენებელი, სათქმელი, მაგრამ ... ვერ ვიაზრებ, ჩვენი პუშკინა წავიდა ... არასდროს გატკენდა ადამიანს გულს, მაგრამ მოახერხაა ...“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ხალხი ფეხზე დგას, აქ არ მოვასვენებინებთო“ - მეზობელი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე