Digest Logo

„აუცრელ ადამიანებში, სიკვდილის შემთხვევებიც არსებობს...“ - ინფექციონისტი გრიპის ვირუსზე

1766065318
გრიპის ვირუსი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გრიპის ვირუსზე წერს და განმარტავს რატომ არის საჭირო ვაქცინაცია.

მისი თქმით, გრიპის ვირუსით აუცრელ ადამიანებში სიკვდილიანობა მაღალია:

„ამჟამად მკვეთრად მოიმატა გრიპის შემთხვევებმა. სწრაფი ტესტით და PCR კვლევით ხშირად დასტურდება A ტიპის გრიპი.

ბევრისგან ვისმენ მარადიულ ფრაზას: „რა აზრი ჰქონდა აცრას, მაინც გავცივდი”.

ჯერ ერთი, გრიპის ვაქცინას არ აქვს იმის ამბიცია, რომ მისი გაკეთების შემდეგ „არ გავცივდებით”.

აქვე დავამატებ, რომ „გაცივება” არ არსებობს და სინამდვილეში ყველა ეს „გაცივება” რომელიღაც ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციაა. მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთია გრიპის ვირუსი, რომელზედაც კეთდება ვაქცინა. თუმცა ადამიანები სასუნთქი გზების ყველა სიმპტომს „გრიპს” ეძახიან.

გრიპზე აცრილებსაც ემართებათ გრიპი, მაგრამ მათში ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს.

შესაბამისად, აცრილებს გრიპი არ (ან ძალიან იშვიათად) ურთულდებათ პნევმონიით და არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. შეგახსენებთ, რომ აუცრელ ადამიანებში გრიპით სიკვდილის შემთხვევებიც არსებობს. სეზონური გრიპით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

ყოველ წელს გრიპის ვირუსი ახალი ქვეტიპით გვევლინება. ამიტომ აცრა ყოველ წელს ტარდება. ვაქცინა ყველასთვის უფასოა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვისაც ამ სეზონზე ჯერ არ ჩაუტარებია“, - წერს მაია ბუწაშვილი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლეონარდო დიკაპრიოს თქმით „ტიტანიკი“ მეორედ არასდროს უნახავს

🎥 „ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

🎥 „ორი კვირა დამჭირდა, გამომეყვანა მდგომარეობიდან...სატანური დღეებია“ - ასტროლოგიური პასუხისმგებლობა: სად გადის ზღვარი პროგნოზსა და ადამიანზე ზემოქმედებას შორის?