
კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; ძაბული, ფილმიდან „მთვარის მოტაცება“ და მრავალი სხვა.
კირა ანდრონიკაშვილი ბუნებრივი ქართული სილამაზის მქონე ქალბატონადაა აღიარებული და სხვადასხვა გამოცემა ხშირად ინტერესდება მისი რჩევებით, თუ რა არის საჭირო სილამაზის შესანარჩუნებლად.
კირამ სოციალურ ქსელში მორიგი შთამაგონებელი პოსტი გაავრცელა:
„მიიღეთ ის სიახლე, რაც დროს მოაქვს. მაგრამ არ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი. სხვადასხვა დროს გადაღებულ ჩემს ფოტოებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ სტილი არასდროს შემიცვლია, მე ახლაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, მაგრამ როცა საინტერესო ადამიანები ფიქრობენ შენზე, რომ შეიძლება ახალი შტრიხებით კიდევ უფრო საინტერესო გახდეს შენი გამომეტყველება და გარეგნობა, ნამდვილად ვთანხმდები.
აუწყეთ ფეხი დროს, ოღონდ თქვენივე ინდივიდუალიზმს ნუ მიაძინებთ“, - წერს კირა ანდრონიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე“ - ლევან ჩერტკოევი მამა გახდა
⭕მარიამ მათიაშვილის პატარა ლეა გაქრისტიანდა - „გილოცავთ სასიხარულო ამბავს“