
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილმა, რომელიც 2024 წლის იანვარში შედგა, ყველა აალაპარაკა.
ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია. ოჯახმა, რომელიც რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს, ქართული ტრადიციები არ დაივიწყა და ქორწილი, თბილისში, ქართულ სტილში გადაიხადა.
პატარძლის მსგავსად, სიძემაც ქართულ ტრადიციულ სამოსი ეცვა.
ამჟამად კი, მათი სოციალური ქსელიდან სასიხარულო ამბის შესახებ ხდება ცნობილი - წყვილს შვილი შეეძინა.
„ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე“, - წერს ლევან ჩერტკოევი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ მათიაშვილის პატარა ლეა გაქრისტიანდა - „გილოცავთ სასიხარულო ამბავს“