პოპულარული ქართველი მსახიობი რუსკა ქარქაშაძე უკვე ორი შვილის ბედნიერი დედაა.
მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეს უფროსი ვაჟი ზუკა და უმცროსი ქალიშვილი თინათინი ჰყავთ.
რუსკამ სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გაგვიზიარა, რომელსაც მზარეულის ქუდი ახურავს:
„დღეს ბაღში ქუდების დღე ჰქონდათ.
ჰოდა, ზუკამ მზარეულობა მინდაო“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.
რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ხელოვნური სუნთქვაში" მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის "კომედი კიდსში". ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "არარეალური სახლი".
რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საქართველო“ - პატარა „ტიკტოკერების“ დემეტრე მაისურაძისა და გიორგი გაბუნიას დუეტი