
ჟურნალისტი და პროდიუსერი ბექა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „ბაიასთან“ იხურება.
„მეგობრებო და არამეგობრებო, ახალი ამბავი მაქვს! გამომდინარე იქიდან, რომ ამ სატელევიზიო სეზონის ბოლოდან, ტელეკომპანია "ფორმულაზე" იხურება ჩემი მოკრძალებული აზრით, სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა ბაიასთან - Baiastan, რომლის პროდიუსერიც გახლდით, მინდა გითხრათ რომ, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც უმუშევრის სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანოთ ამ სტატუსის შეცვლაში. ძალიან ბევრი რამე მეხერხება. შეგიძლიათ შემეხმიანოთ პირად მიმოწერაში! მადლობა“, - წერს ბექა მაისურაძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
„ისე გავკოტრდით, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდით...“ - ბაბი კირკიტაძე
„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე