Digest Logo

„ბატონო ლევან, სტუდენტობიდან ამ წუთამდე მიყვარხართ და შეუცვლელია ჩემი დიდი სიყვარული თქვენს მიმართ“ - ინგა გრიგოლია

1674538225
ინგა გრგილოია

ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

👉„შე პელენწუკა, მიყენდი სადაც ხარ, ქალო... სამარცხვინო ხარ, ასეთი ბეცი და ბრმა რომ ხარ“ - დომენიკ მანგო ნათია ბერიძეს უპირისპირდება

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი ვინც ამ კადრებს ეხმაურება და ლევან ბერძენიშილს მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაა.

„ბატონო ლევან, სტუდენტობიდან ამ წუთამდე მიყვარხართ და შეუცვლელია ჩემი დიდი სიყვარული თქვენს მიმართ.

ერთადერთი ლექტორი, რომლის ლექციაზე უტრანსპორტო ქალაქში ფეხით მოვრბოდი სახლიდან და საათობით ვუსმენდი თქვენს მოთხრობილ ამბებს, გაყინულ და გადაჭედილ აუდიტორიაში, ნემსის ჩასაგდები ადგილი რომ არ იყო, იმ ბნელ წლებში. მიყვარხართ! თქვენთან ვარ, ბევრნი ვართ“, - წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მე­ო­რის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრიდან კრიტიკა ძალიან ბევრჯერ მოჰყვა.

ცნობისთვის, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პიკეტირება მოაწყო და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრა გააუქმეს.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ლევან ბერძენიშვილთან ამ ფორმით და შინაარსით ბრძოლა, არის წიგნიერებასთან ბრძოლა“ - რას აპირებს ტორესა მოსი

🔵„ველოდები კომენტარებში ისტერიკას, თუ როგორ ვბედავ ამას“ – რას წერს თამუნა მუსერიძე

🔵„ჩემი და მარიტას თანაცხოვრების 2 წელი დღეს შესრულდა, მიყვარხარ უსაზღვროდ“ - გიორგი გასვიანი