
ბათუმში 36 წლის კაცს ეძებენ. ინფორმაციას ერთ-ერთ ჯგუფში დაკარგულის ახლობელი ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:
„გაავრცელეთ!
საბა ხარებავა, 36 წლის, დაიკარგა 13 აგვისტოს, ბათუმში, საღამოს 7 საათზე. მას შემდეგ ოჯახს არ დაუკავშირდა. ოჯახი ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: 555 455 670 ან 558 656 911.
გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის.
თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია — თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, - წერს დაკარგულის ახლობელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საღამო, რომელიც მარიამს არასდროს დაავიწყდება...“ - რა კადრებს აქვეყნებს „დანტესი“ ბათუმიდან
⭕ „შეუდარებელი გოგო ხარ...“ - ნინი ბადურაშვილი ესპანეთში ისვენებს