Digest Logo

„ორი კანადელი გაუბედურებულ, გაქურდულ - დაყაჩაღებული შევხვდით ერთმანეთს...“ - რას წერს ირაკლი ლომაია

1755336629
ირაკლი ლომაია

ქართველი მოგზაური და მსახიობი ირაკლი ლომაია, რომელიც ამჟამად კანადის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს უზიარებს.

ამჯერად ლომაია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საინტერესო ისტორიას ჰყვება, რომელიც მას გადახდა:

„ბრაზილიის აეროპორტში გავიცანი კანადელი გოგო, ჩემივე ქალაქიდან, რომელიც მარტო ჩამოსულა და ეგეც გაუქურდავთ საწყალი. მოკლედ მე მოსაწევად გავედი გარეთ როცა ეს გოგო იქ იჯდა და ეწეოდა და სრულიად შემთხვევით გამოველაპარაკე და არც კი მეგონა რომ კანადელი იქნებოდა.

რომ მითხრა კანადელი ვარო და თან ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ისე ვიყვირეთ სიხარულით ორივემ გეგონება ასი წლის მეგობრები ვიყავით. მერე მოვუყევით ერთმანეთს რა უბედურებებიც გადაგვხდა ბრაზილიაში თავს და საწყალი გოგო ეგეც გაუქურდავთ და სრულიად უკაპეიკოდ ვარო და მეგობრებმა გამომიგზავნეს ფულიო, არაფერი არ მინდა ოღონდ გავაღწიო აქედანო.

მეც იგივე დღეში ვარ გამქურდეს, ყველაფერი წაიღეს და მეც მეგობრებმა გამომიგზავნეს ფულითქო, რომ ვუთხარი ბოლოს ორივეს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა.

რასაკვირველია გავცვალეთ კონტაქტები და რომ ჩავალ კანადაში შევხვდებით ერთმანეთს. ისეთი მხიარული და კარგი გოგო იყო დამშვიდობებისას ერთი საათო ვეხუტებოდით ერთმანეთს 

მოკლედ ასე ორი კანადელი გაუბედურებულ, გაქურდულ - დაყაჩაღებული შევხვდით ერთმანეთს რიოში“, - წერს ირაკლი ლომაია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ადამიანი საკუთარ ჯოჯოხეთს, ღმერთთან ყოფნის უუნარობას როცა განიცდის - მას სხვების განსაკითხად აღარ სცალია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „უმშვენიერესი გოგო...“ - თამო ვაშალომიძე ბათუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕ „დაბადების დღეს გილოცავთ, დათუ...“ - ნანა აროშიძე შვილს იუბილეს ულოცავს