13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია კაცზე, რომელმაც, დენის რამდენჯერმე დარტყმის მიუხედავად, 3 ბავშვიდან 2 -ის ამოყვანა და მათი გადარჩენა შეძლო.
ჩვენი დროის გმირი დევი მეზურნიშვილია, რომელზედაც ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და მას ამ ტრაგედიის გმირი უწოდა.
„სამი გმირი ჰყავს ამ ტრაგედიას - ორი პატარა ბიჭი, რომლებიც მეგობრის დახმარებას უყოყმანოდ ეცადნენ და ეს საოცარი ადამიანი, დევი მეზურნიშვილი.
ბავშვების მფარველი ანგელოზი, რომელმაც საბედნიეროდ, შეუძლებელი პირობების მიუხედავად, ორის ამოყვანა შეძლო, მაგრამ ერთთან ვეღარ მიაღწია.
პატარა გოგოს დაღუპვის გამო, ოჯახის შემდეგ ყველაზე ტრავმირებული დღეს ეს ადამიანია, რომელმაც ამდენი იბრძოლა ბავშვის სიცოცხლისთვის.
ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები რომ დადიან და სიყვარულის რწმენას გვაძლევენ, მხოლოდ ამიტომ ვგრძნობ თავს იმედიანად“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო