Digest Logo

„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

1665677467
ტრაგედია ვაკის პარკში

ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ვაკის პარკში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე წერს. 

მისი თქმით, მისი სიძე ვაკის პარკში მუშაობს, რომელმაც იმ საბედისწერო წუთებამდე საქანელებით გაართო ეს ულამაზესი გოგო, სხვა ბავშვებთან ერთად.

„იცით, ხო - ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში. ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო.“ ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა - ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.

მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს - შემზარავად მშვიდი ხმით.

15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს - ჩემზე უკეთესად.

ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო. მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...
და ჰო - ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად. იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად.

...საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს. ჩვენ ვერ - მაგრამ რა მერე? რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა? ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად“, - წერს ნანა აკობიძე. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე

🔵  „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵 🎥 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან

🔵 „კუბოსთან მოცეკვავო სვავებო! შვილები არ გყავთ? მშობლები შეიცოდეთ...“ - ანრი ბიბინეიშვილი