ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე წერს.
იგი ამბობს, რომ ყველა ადამიანი მშობლობისთვის მზად არ არის:
„ბავშვების აღზრდა უფრო ადვილია, ვიდრე მოზრდილთა გამოსწორება.
ბავშვები გაცილებით უფრო მარტივად სწავლობენ ქცევით, ვიდრე სიტყვით.
ბავშვებისადმი სიყვარული - ყურადღებითა და მოთმინებით გამოიხატება.
ყველა ადამიანი არ არის მშობლობისთვის მზად და ამაში არაფერია საგანგაშო.
ყველა ამ როლში უბრალოდ ვერ იქნება. ეს დიდ პასუხისმგებლობას და ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვს.
ბავშვს მკაცრი სიტყვა შეიძლება დაავიწყდეს, თუმცა გრძნობა არასდროს.
დავეთანხმები ფროიდს და ვიტყვი, რომ ბავშვობის გამოცდილება განსაზღვრავს ადამიანის ზრდასრულ ცხოვრებას.
დადგება დღე როცა შვილი აღარ დაგიჯერებთ, მაგრამ სწორად აღზრდილი შვილი ყოველთვის დაგაფასებთ.
მშობლობა ცალკე გმირობაა და ასეთად უნდა დაიბადო. ამის შინაგანი მონაცემი უნდა გაგაჩნდეს, სხვაგვარად საპასუხისმგებლო გზაზე ვერ დადგები“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს