Digest Logo

„ბავშვთა უფლებები, მათი პირადი ცხოვრება და ემოციები დგას ყველაფერზე მაღლა" - სახელმწიფო ინსპექტორი არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებაზე

1627118520
ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.  ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. 

„ბავშვების უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესები, მათი პირადი ცხოვრება, ემოციები დგას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა! ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი როლი და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მათ წინაშე",- წერს ლონდა თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ვიდეო და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „TV პირველის" ჟურნალისტი და მათ კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

სანდრო ბაზაძემ უძლიერესი კორეელი მოფარიკავე დაამარცხა

„ბებიაჩემი ტაძრის დანახვაზე ქუჩაში იჩოქებდა და ხუთი წუთი ლოცულობდა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

,,დეიდას ვაჟკაცო. სად წახვედი, ვის დაუტოვე შენი პატარა ოჯახი" - ტრაგედია, რომელსაც 35 წლის კაცი შეეწირა