ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ფეხბურთელია. 23 წლის ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. მან ასევე პირველი ინდივიდუალური და ჯგუფური ვარჯიშები ჩაატარა ახალ კლუბში.
„კვარა“ პარიზულ კლუბში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს. პსჟ-მ სპორტსმენს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.
პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებსა და ემოციურ ვიდეოებს აქტიურად აქვეყნებს. ფრანგული კლუბის ადმინი უკვე ქართულად ალაპარაკდა. ამჯერად კი სოციალურ ქსელში ქართველ გულშემატკივარს ქართული სიტყვებით მიმართა.
ფოტოს სოციალურ ქსელში geo team-ი აქვეყნებს:
„ბაზარი არაა...“ , - წერს „პარი სერ-ჟერმენის“ადმინი კომენტარებში.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი გული...“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
🎥 „მერაბის ჩხუბი და გამარჯვების ზეიმი...“ - სოსო ნებიერიძის ვლოგი ლოს-ანჯელესიდან