Digest Logo

„ბებიაჩემს მის სასაფლაოსთან რომ მივყვებოდი, დაღლილი მარმარილოები ჩამავალი მზის პასუხად უხერხულად ელავდნენ...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1776083699
გიორგი კეკელიძე

გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.

მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან. იგი ამჯერად ემოციურ პოსტს გვთავაზობს, რომელიც ოჯახის წევრებს ეხება:

„მამიდაჩემი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ყოველ კვირა საღამოს, ბებიაჩემს მის სასაფლაოსთან რომ მივყვებოდი, დაღლილი მარმარილოები ჩამავალი მზის პასუხად უხერხულად ელავდნენ.

მარმარილოებს ღამე უყვართ. რატომღაც. ღამით ყველა სურათი ჭაღარავდება. ბავშვებიც კი. ეგ არის მარმალოზე დატანილი ფოტოს უცნაური თვისება.

ბებიაჩემი კი არასდროს უცდიდა ღამეს. მას ეკა შავი თმებით ერჩივნა. „ეკას კლასელებისგან“. სახეზე უყურებდა და საფლავზე ბალახებს ისე თხრიდა, თითქოს კაბაზე ამოწეწილ ძაფებს აცლიდა. უკან რომ ვბრუნდებოდით, ვხედავდი ერთ ავ ქალს, უცნაური მზერა რომ ჰქონდა, თარსი და მიკვირდა, ეგ რატომ იყო ცოცხალი და მამიდაჩემი არა.

მესიზმრებოდა კიდეც, რომ ღმერთს იმ ქალში მამიდაჩემს ვუცვლიდი და მერე, გვიან, სიზმარშივე მივხვდი, რომ ცოცხლები არასდროს უცვლიან ადგილს მკვდრებს, თუნდაც მკვდრები ათასჯერ უკეთესები იყვნენ.

ეს არის სიცოცხლის უსამართლო უპარიტესობა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მოულოდნელი შეხვედრები, ფინანსური წარმატება და ახალი შეთავაზებები - როგორი იქნება 13-19 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, წელს სოფელ შუხუთში ტრადიციულ ლელობურთს არ გამართავენ

🎥 „მამა აჭმევს ჩვილებს დედის საფლავზე...“ - გიგა ცხელიშვილი „შოშიების“ ემოციურ კადრებს აქვეყნებს