Digest Logo

🎥 რა ხდება გიჟური ჩელენჯების მიღმა? - ცნობილი „იუთუბერი“ დუმილს არღვევს

1768298583
 გიგი ქათამაძე

„იუთუბერი“ და კონტენტ კრეატორი გიგი ქათამაძე, რომელიც სამოგზაურო და გასართობ კონტენტს ქმნის, არხზე თითქმის 240k გამომწერი ჰყავს. 

ამჯერად იგი პოდკასტში „ჩერის სივრცე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გიგი ქათამაძე ცნობილია, გიჟური ჩელენჯებით, როგორიცაა რამდენიმედღიანი შიმშილი, თვალებახვეული სიარული და კუბოში 8 დღე ცხოვრება, რომლის შესახებ მან დეტალურად ისაუბრა. 

გიგი ქათამაძე:

„არ არის მარტივი მსგავსი ჩელენჯების გაკეთება. 10 ან 7 დღე, ვისაც ექნება ნებისყოფა, რომ არ ჭამოს და იშიმშილოს, მას იმის ნებისყოფაც ექნება, რომ ორთვიანი დიეტა დაიცვას ჯანსაღად. 

ყველა ჩელენჯი, რაც მე გამიკეთებია მზრდის პერსონალურად.

მაგალითად, 10-დღიანი შიმშილის დროს მე მაინტერესებდა ჩემი ნებისყოფა და ჩემი გრძნობების დონე, რამდენ ხანს გავძლებდი.  ამ ჩელენჯით, ასევე, ჩემთვის საჭმელი გახდა რეალური საწვავი და არა ბედნიერების წყარო“, - ჰყვება გიგი ქათამაძე. 

მან ჩელენჯის დროს გამოვლენილი სირთულე დაასახელა:

„ყველაზე დიდი სირთულე ამ ჩელენჯებს რაც ახლავს არის მარტო დარჩენა. როცა მარტო რჩები, ყველაფერი უფრო რთულდება, მაგრამ არაფერზე ხელი არ წამცდენია. ერთადერთი  დღე იყო, როდესაც გუდაურში ავედით და შაქარი დამივარდა და შაქრიანი წყალი დავლიე“, - ჰყვება მოგზაური. 

როგორც გიგი ჰყვება, „იუთიბის“ ჩელენჯებისთვის მას ჰყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ეხმარებიან, დაწყების და დასრულების პროცესში. 

„მე რასაც ვაკეთებ შეგრძნების დონეზე ბევრად სხვანაირად მაქვს, ყველა ჩელენჯის დროს იმდენი ადამიანი მუშაობს, იმხელა გუნდი მუშაობს და იმდენ რამეზე უნდა იფიქრო. შენ ხარ კრეატორი, ამ დროს ფიქრობ, როგორ შექმნა კარგი კონტენტი და პარალელურად, ფიქრობ საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ ეს ყველაფერი შეგიძლია, შენ თავს უმტკიცებ, რომ ეს შეგიძლია“, - ამბობს გიგი ქათამაძე. 

ამჟამად მოგზაური 30-დღიანი ჩელენჯისთვის ემზადება, რაც გულისხმობს: ყოველდღიურად ყინულიან აბაზანაში ჩასვლას და ლურსმნებიან დაფაზე დადგომას, ასევე ჩელენჯის დასასრულს ცეცხლზე გავლას.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„13, 14 და 15 იანვარი დედებო, გთხოვთ, ჩუმად წაიკითხეთ ეს სიტყვები...“ - რას წერს მამუკა რაშოიანი

🔵ვის გაუღიმებს ბედი 2026 წელს, ვის სჭირდება მეტი სიფრთხილე და წლის რჩევები - რას გვასწავლის ცეცხლოვანი ცხენი, თამარ იოსელიანის ასტროპროგნოზი

🎥 „ყველაზე დიდ დროს სამზარეულოში ვატარებ“ - რატომ აირჩია გვანცა დარასელიამ მცხეთაში ცხოვრება და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში